Thursday, November 19, 2009
,,ის ურჩევნია მამულსა"
პროექტის აღწერა
1.პროექტის სახელი:,,ის ურჩევნია მამულსა"
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: თაობებს შორის ურთიერთობა,მოსწავლეები გაიაზრებენ დასმულ პრობლემას ადამიანის უფლებებსა და მოვალეობებს.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან ადამიანის უფლებებს, მოვალეობებს, გაიაზრებენ ადამიანურ ღირებულებეს,შეადარებენ ძველ დროში თაობების ურთიერთობას დღევანდელობასთან,შეძლებენ დასმული პრობლემის გააზრებას.
4.მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი,VIII-IX კლასი.
5.ვადები/ხანგრძლივობა: 20.XI.2009-28.V.2010
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ესეები,ფოტო,რეფერატი,დისკუსია, ჟურნალი არმაზი ისტ-ის გამოყენებით, ჯგუფური მუშაობა, საკანონმდებლო აქტების განხილვა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება, შეიქმნას:პრეზენტაცია,ელექტრონული ჟურნალი,რეფერატი,ვიდეო-ფილმი,ფოტო,ესე.
8.სარგებელი სხვებისთვის:სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების სესწავლით ადამიანთა უფლებებისა და მოვალეობების გაცნობა,გამოჩნდეს პროექტში მოსწავლეების დამოკიდებულება უფროსი თაობისადმი,საზოგადოებისადმი,მოხდეს ბავსვებსი მნიშვნელოვანი ფასეულობების ჩამოყალიბება.
9.სამუშაო ენა:ქართული,ინგლისური,რუსული.
10.მონაწილეები სხვადასხვა სკოლებიდან:45-ე საჯარო სკოლა,160-ე საჯარო სკოლა, 15-ე საჯარაო სკოლა.
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია,სამოქალაქო განათლება
მოსწავლეები გაიაზრებენ ადამიანის უფლებებს და მოვალეობებს,გააანალიზებენ ადამიანურ ღირებულებეს და შეაფასებენ მათ მნიშვნელობას ,ახსნიან,როგორ ვითარდება სამართლებრივი აზროვნება ძველ დროში და როგორია ვითარება თანამედროვე მსოფლიოში.
ქართული ენა და ლიტერატურა
მოსწავლეები შეძლებენ დასმული პრობლემების გააზრებას,ვარაუდების გამოთქმას,არგუმენტირებულად მსჯელობას,ტექსტებს დააკავშირებენ სადისკუსიო საკითხთან,განავითარებენ ინფორმაციის მოძიებისა და შეფასების უნარს,შეძლებენ ესეს ან სხვა ფორმატის ტექსტის დაწერას პრობლემური საკითხის შესახებ.
12.პროექტის ფასილიტატორი: რუსუდან ხმიადაშვილი
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: rusudanxmiadashvili@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://rusudanxmiadashvili.blogspot.com/2009/11/blog-post.html
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment